NIA DZERIA

NIA DZERIA

Attended:
European Students For Liberty London Regional Conference 2017
European Students For Liberty Tbilisi Regional Conference 2017

Location:
London, United Kingdom.
Tbilisi, Georgia.

School: Caucasus University

Impressions:
ყველაზე დიდ ბედნიერებას ლიტერატურა და მუსიკა მანიჭებს. ჩემი ცხოვრების მთავარი გადაწყვეტილება ოთხი წლის წინ მივიღე, როცა კავკასიის უნივერსიტეტში ჩავაბარე ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. ამჟამად ამავე უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრატურის სტუდენტი ვარ და გადაწყვეტილი მაქვს მოღვაწეობა კრიმინალური ფსიქოლოგიის სფეროში გავაგრძელო. ეს დისციპლინა ჩვენს ქვეყანაში ძალიან ნაკლებადაა განვითარებული და დიდი სურვილი მაქვს ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელო. ვიცი, წინ ძალიან რთული და მძიმე შრომაა, მაგრამ როცა შენი საქმე მართლა გიყვარს და გაინტერესებს – შეუძლებელი არაფერია.

Work until you no longer have to introduce yourself – ეს სიტყვები ჩემი მამოძრავებელია. ჩემთვის ლიდერობა არ არის აბსტრაქტული ფენომენი, რომელიც მხოლოდ ,,რჩეულთა ხვედრია“. ის, ვისაც უნდა იყოს ლიდერი, აუცილებლად მიაღწევს მიზანს საკუთარ თავზე მუშაობითა და საჭირო უნარების განვითარებით. ამ მხრივ, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა “მომავლის ლიდერებთან” ერთად მიღებული გამოცდილება:

LOT-მა პირველ რიგში ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება აასრულა – მე მოვხვდი ლონდონში! თუნდაც მხოლოდ ამად ღირდა ჩემი და ამ ორგანიზაციის ურთიერთობა.
გარდა ამისა, ლონდონში რეგიონალურ კონფერენციას დავესწარი, სადაც მქონდა საშუალება მომესმინა თანამედროვე შეხედულებები მსოფლიოში აქტუალურ თემებზე, გამეცნო თავისუფლად მოაზროვნე, საინტერესო ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

აუცილებლად ცალკე აღსანიშნია ისიც, რომ ამ კონფერენციაზე პირველად გავიგე აინ რენდის შესახებ. ეს არის მწერალი ქალი, რომლის შემოქმედებაც საქართველოში, სამწუხაროდ, არც ისე გავრცელებულია, თუმცა მისი ნაშრომები და ზოგადად, ფილოსოფია, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე საზოგადოებისთვის.

ვისურვებდი, რომ ჩვენი ყოველდღიურობა მუდამ მრავალფეროვანი შთაბეჭდილებებით სავსე იყოს და ჩვენს რეალობაში არსებობდეს მეტი ,,ლიდერი“, იმისათვის, რომ შევძლოთ და ერთად შევცვალოთ დღევანდელობა უკეთესობისკენ.