TIKA MAKARIDZE

TIKA MAKARIDZE

Attended:
Oxford International Model Of United Nations 2017
European Students For Liberty London Regional Conference 2017

Location:
Oxford, London, United Kingdom.
Tbilisi, Georgia.

School: Tbilisi State Medical University

Impressions:
როცა საკუთარ თავზე ვსაუბრობ, ყოველთვის ჩემი მეგობრის სიტყვები მახსენდება: „ყველაფრის და არაფრის გოგო ხარ.”
დავიბადე და გავიზარდე პეტერბურგში და საკმაოდ პატარა ასაკიდან მრავალი კულტურის გარემოცვაში მომიწია ყოფნა: დილით სახლში მშობლები ქართულად მელაპარაკებოდნენ, დღის საათებში რუსული გარემოში ვიყავი, საღამოს კი ეზოში ჩემ კორეელ საუკეთესო მეგობართან ერთად ჩეხური სამაგიდო თამაშით ვირთობდი თავს.

ალბათ იმ იღბლიან ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, რომლებსაც მშობლები ყოველთვის ხელს უწყობდნენ პირად განვითარებაში. ისინი მუდმივად შთამაგონებდნენ გლობალურად მეაზროვნა. რუსეთის იმპერიულ საბალეტო სკოლაში მიღწეული წარმატების შემდეგ ბალერინობა მინდოდა. საქართველოში მუსიკალური სკოლის დამთავრების შემდეგ მსურდა კომპოზიტორი და შემსრულებელი დამდგარიყო ჩემგან. უფრო მერე სოციალური აქტივისტობა მომინდა. მაგრამ ერთხელ ჟურნალში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის სიტყვები წავიკითხე: „ჯენტლმენებო, ორი ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის, პირველი – თქვენ ბევრი რამ იცით მედიცინის შესახებ; მეორე – ჩვენ თვითონ არ ვიცით, რა არის აქედან სიმართლე.“ ამან შთამაგონა, რომ მედიცინაში ძალიან ბევრი საინტერესო რამ ელის ადამიანს და საბოლოოდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე კიდეც.

ჩემთვის ძალიან ძვირფასია ყველა პატარა მიღწევა, თუმცა განსაკუთრებით გამოვყოფდი იმ ბედნიერებას, როცა ლიტერატურულ საღამოში პირველი ადგილი დავიკავე და წილად მხვდა საკუთარი ლექსი პუშკინის ლიცეუმის იმ დარბაზში წამეკითხა, სადაც თავად იგი იდგა საუკუნეების წინ.
შეიძლება სასაცილოა, თუმცა ნებისმიერ ცეკვის სიგელზე მეტად მეამაყება წარმატება კარატეში – ჩემ ასაკობრივ კატეგორიაში მიღებული პირველი ადგილი.

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება:

გადავწყვიტე სასკოლო ოლიმპიადებში მიმეღო მონაწილეობა. ერთ მშვემიერ წელს გავხდი ინგლისურის, ბიოლოგიისა და რუსულის ოლიმპიადების ფინალისტი და მოვხვდი ჩემთვისა სანატრელ ბაქსვუდის ბანაკში. მალევე გავხდი თ. გველუკაშვილის სახელობის სტიპენდიანტი და უფრო დიდი სტიმული მომეცა პირადი განვითარებისთვის. სამედიცინოზე ჩაბარების შემდეგ კი მოვახერხე ანესთეზიოლოგიის პრაქტიკა ტურენის ინსტიტუტში გამევლო.  

თუმცა, ალბათ, როგორც უკვე მიხვდებოდით, ჩემ უმთავრეს მიღწევად 20 წლის ასაკში ოქსფორდში გაეროს მოდელირებაზე დასწრება იქცა. ეს იყო „მომავლის ლიდერებთან“ ერთად გასულ წელს მიღებული დაუვიწყარი შთაბეჭდილება. Sometimes it is the people that no one imagines anything of, who do the things that no one can imagine! – ეს სიტყვები უდიდეს მოტივაციას მიჩენს. დიახ, იყო ლიდერი, ნიშნავს, ყოველთვის შეგეძლოს, იყო არამხოლოდ კონკრეტული სამუშაო პროცესის წინამძღოლი, არამედ ამ პროცესის თითოეულ მონაწილეს უბიძგებდე თვითგანვითარებისკენ და მათთან ერთად საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად იქცე.