NINI-MARI RIZHAMADZE
Attended:
Youth Assembly at the United Nations 2018
European Students For Liberty Reykjavik Regional Conference 2018
Location:
New York, United States
Reykjavik, Iceland
School: Lafayette High School, Brooklyn, Ny
Impressions:
1 წელია ნიუ იორკში ვცხოვრობ. აქ Lafayette Educational Complex-ის ლიდერთა სკოლაში ვსწავლობ. ჩემი მიზანია, სკოლის დამთავრების შემდეგ მოვხვდე ამერიკაში აკადემიური წარმატებისა და ელიტიზმის სინონიმად ქცეულ
აივი ლიგის – The Ivy League რვა უნივერსიტეტიდან ერთ-ერთში.
ვიცი, რომ წინ რთული გზა მაქვს, მაგრამ მჯერა, რომ მონდომება და მომავლის რწმენა ადამიანს ყველა დაბრკოლებას გადაალახინებს.
ამიტომაც, მუდმივად ვცდილობ საკუთარ თავზე მუშაობას, ახალი გამოწვევების მიღებას. ასე აღმოვჩნდი “მომავლის ლიდერებთან” ერთად.
ერთ დღეს დედაჩემი ინტერნეტში წააწყდა პროექტს ნიუ იორკის გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ. მე დიდ ხანს ვოცნებობდი მსგავსი მასშტაბის პროექტზე, მაგრამ რატომღაც იმ დრომდე ვერ მომეხერხებინა.
როცა აღმოვაჩინეთ, რომ ქართველები უშუალოდ იყვნენ ჩართულნი, ჩამოდიოდნენ აქ და შემეძლო მსოფლიო არენაზე ჩემი ქვეყნის დელეგაციასთან ერთად წარვმდგარიყავი, განსაკუთრებული ძალა და მოტივაცია ვიგრძენი.
ძალიან მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. ბევრი ახალი რამ გავიგე თანამედროვე მსოფლიოზე. განსხვავებული და საინტერესო იყო ასამბლეაზე განხილული თემები, ყველაზე მეტად მომეწონა მოხსენებები “ჭკვიანი ქალაქების” შესახებ. ძალიან სასიამოვნოა ისიც, რომ აქ კიდევ უფრო მეტი ნიჭიერი და წარმატებული თანატოლი გავიცანი და სამეგობრო წრეც უფრო გაფართოვდა.
საკუთარი გამოცდილებიდან მომავალ დელეგატებს ვურჩევ, რომ როცა მომხსენებლებისთვის კითხვის დასმა მოგინდებათ, მაქსიმალურად მობილიზდით და დროულად შეეცადეთ ყურადღების მიპყრობას. პირადად მე ისე სწრაფად წამოვხტი, მაშინვე შემამჩნიეს და გადმომცეს მიკროფონი. ეს ნამდვილად კარგი შეგრძნება იყო!
დიახ, მთავარია, ყველა შესაძლებლობის გამოყენება ვისწავლოთ, არ შეგვეშინდეს ახალი გამოცდილების მიღების და გვახსოვდეს, რომ სულ გაფრენის დროა!