ANA RAZMADZE

ANA RAZMADZE

Attended:
European Students For Liberty LibertyCon, Belgrade 2018
Paris International Model Of United Nations 2018
International Summer School – Why Liberty

Location:
Belgrade, Serbia
Paris, France
Sairme, Georgia

School: Akaki Tsereteli State University

Impressions:
მსმენია, რომ პარიზში მოხვედრა ბევრი ადამიანის ოცნებაა. იყო ოცნების ქალაქში, თანაც დიდი მისიით-საქართველოს დელეგატის სტატუსით, ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა.
ამ პროექტისადმი მქონდა მოლოდინები, რომლებიც გამართლდა და მეტიც, შთაბეჭდულებებმა გადააჭარბა მოლოდინს. ეს იყო ემოციებით სავსე, საინტერესო და რაც მთავარია, პროდუქტიული მოგზაურობა. მრავალ პროექტში მიმიღია მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყანაში და გულწრფელად შემიძლია აღვნიშნო რომ პარიზის პროექტი იყო გამორჩეულად დასამახსოვრებელი…

მიმაჩნია, რომ საერთაშორისო პროექტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ სტუდენტებისთვის, თითოეული ახალი ნაბიჯი გმატებს თავდაჯერებულობას და გაყალიბებს ლიდერად. პარიზის გაეროს მოდერილება საშუალებას აძლევდა თითოეულ დელეგატს, გამოეთქვა და დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება ფართო აუდიტორიის წინაშე, ლიდერს კი ეს ყველაზე კარგად უნდა შეეძლოს. მსგავსი პროექტები გიღრმავებს გამოცდილებას თუ როგორ შედგე წარმატებულ სპიკერად.
პარიზის გაეროს მოდელირებაზე იმყოფებოდა ასობით სტუდენტი მთელი მსოფლიოდან, არაჩვეულებრივი შანსი გვქონდა კომუნიკაციის დამყარების, აზრების გაცვლის, სხვათა კულტურათა გაცნობის და რაც მთავარია, ახალი მეგობრების შეძენის.

მომავალ დელეგატებს ვურჩევ, იყვნენ ბოლომდე გახსნილები, კომუნიკაბელურები, არ შეუშინდნენ გამოწვევებს და თამამად დააფიქსირონ საკუთარი აზრი, შეიძინონ ბევრი უცხოელი მეგობარი და ყოველთვის იარონ წინ, წარმატება მოძრაობაშია.

და ბოლოს, ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა მომავლის ლიდერების გუნდსა და პარიზის დელეგატებზე,
პარიზის გაეროს მოდელირებაზე კოორდინირებას გვიწევდა მომავლის ლიდერები ლიზა კაციაშვილი და მარიამ გოგოლიშვილი, რომლებიც სულ ჩვენთან ერთად იყვნენ და გვიგვარებდნენ ტექნიკურ საკითხებს, მუდამ მზადყოფნაში, გვაძლევდნენ რჩევებს და ზრუნავდნენ ჩვენზე გაფრენიდან ჩამოფრენამდე…

ყველაზე ტკბილი ლუკმა ბოლოში მოვიტოვე და ვიტყვი, რომ უმაგრესი დელეგატები გვყავდა, ვიყავით შეკრული, ერთი მთლიანი გუნდი, აეროპორტშივე დავუახლოვდით ერთმანეთს, სიტყვებით მართლაც რთულია გადმოვცე ყველა ეს შთაბეჭდილება.
მადლობას ვუხდი მომავლის ლიდერებს ასეთი ტკბილი მოგონებებისთვისა და გამოცდილებისთვის. მჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი დაუვიწყარი თავგადადავლი გველის ერთად!