► ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის და მომავლის ლიდერები იწყებს ერთობლივ პროექტს „თავისუფლების საზაფხულო სკოლა – Why Liberty – Summer School 2021″.
► რას შეეხება საზაფხულო სკოლა Why Liberty?
პროეტის მიზანია სტუდენტების დაინტერესება კლასიკური ლიბერალური იდეებით. სკოლის პროგრამა წარმოაჩენს თავისუფლების მნიშვნელობას ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში.
აპლიკაციის საფუძველზე შეირჩევა 30-მდე წარმატებული აპლიკანტი.
► საზაფხულო სკოლის ჩატარების თარიღი: 15-18 ივლისი, 2021, ციხისძირი.
► რეგისტრაციის დედლაინი: 25 ივნისი.
► აუცილებელი მოთხოვნები: აპლიკაციის შევსება, გასაუბრების გავლა, ინგლისურის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
► საზაფხულო სკოლის საკითხები:
სპეციალურად მოწვეული მომხსენებლები ისაუბრებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და შეაფასებენ მსოფლიო პოლიტიკურ-ეკონომიკურ კლიმატს, ასევე სესიები დაეთმობა ჯანდაცვას, ხელოვნებას, მეცნიერებასა და ახალ ტექნოლოგიებზე საუბარს.
► საზაფხულო სკოლის საორიენტაციო თემები იქნება:
თავისუფლება ხელოვნებაში, განათლების რეფორმა, სახელმწიფოს როლი თავისუფალ საზოგადოებაში, ინდივიდუალური თავისუფლება, თავისუფალი ბაზარი, მეცნიერება და თავისუფლება, ახალგაზრდული მოძრაობები თავისუფლებისთვის და სხვა.
► მომხსენებლები? ყურადღებით იყავით მალე გამოცხადებისთვის!
► მონაწილეობა ყველა შერჩეული მონაწილისთვის სრულად დაფინანსებულია.
► ყველა მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო სერტიფიკატი და სასწავლო მასალა.
პროექტი ტარდება European Students For Liberty და Friedrich Naumann Foundation For Freedom South Caucasus მხარდაჭერით.
► ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
gsinauridze@studentsforliberty.org ან mgogolishvili@studentsforliberty.org