GVANCA KHAINDRAVA

GVANCA KHAINDRAVA

Attended:
Cambridge International Model Of United Nations 2017
Oxford International Model Of United Nations 2017
European Students For Liberty London Regional Conference 2017
European Students For Liberty Tbilisi Regional Conference 2017

Location:
Cambridge, Oxford, London, United Kingdom.
Tbilisi, Georgia.

School: International Black Sea University

Impressions:
“ცვლილებები იწყება შენით!”
25 წლის განმავლობაში არც თუ ისე პატარა და უინტერესო გზა გამოვიარე, თუმცა ვთვლი, რომ მისაღწევი კიდევ საკმაოდ ბევრი დამრჩა… განათლების მიღების პროცესში ბევრ ქვეყანაში აღმოვჩნდი. შავი ზღვის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა კიევში განვაგრძე. მალევე გავიარე ნიუ იორკში ენის კურსები. მომდევნო წლებში დავესწარი OSCE/ODIH-ის ოფიციალურ სამიტებს ვარშავასა და სტრასბურგში.

ჩემთვის ძალიან ძვირფასია ჩემი სამუშაო გამოცდილება. მიხარია, რომ 2015-2016 წლებში ვიყავი საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. ასევე მედია ჰოლდინგ „პალიტრას“ ნიუსრუმის დირექტორის თანაშემწე.
ამჟამად ვარ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სსპ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სპეციალისტი.

ჩემს საგანმანათლებლო მოგზაურობაში განსაკუთრებული ადგილი გასულ წელს „მომავლის ლიდერებთან“ ერთად ლონდონში გაეროს ასამბლეაზე გამგზავრებამ დაიკავა. LOT-თან ერთად ასევე ვიმყოფებოდი კემბრიჯსა და ოქსფორდში გაეროს ახალგაზრდული მოდელირების საერთაშორისო კონფერენციებზე.

ვთვლი, რომ მსგავსი პროექტები გვეხმარება საკუთარი თავის პოვნაში, სოციალური უნარების განვითარებაში, იმ ლიდერული თვისებების ჩამოყალიბებაში, რომელიც მოლაპარაკებებსა და დისკუსიების წარმართვისას სოციალური სიტუაციების ზუსტ აღქმასა და ურთიერთობების სწორად წარმართვაში გვიწყობს ხელს..
პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს აქვს საშუალება აირჩიოს მიმართულება და შექმნას საკუთარი გზა მიზნის მისაღწევად. წარმატება არ არის ერთი კონკრეტული შედეგი, არამედ ბევრი მარცხი ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე.. ნამდვილი ლიდერი არ ქმნის მიმდევრებს ის ეხმარება სხვებს ლიდერებად ჩამოყალიბებაში. მთავარია, ამოიცნო საკუთარი თავი და სურვილები.
სამყარო არის ერთი დიდი გუნდი, რომლის გასაუმჯობესებლადაც ყველამ ჩვენ-ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. ცვლილებები იწყება ჩვენით!