MARIAM TVALAVADZE

MARIAM TVALAVADZE

Attended: Paris International Model Of United Nations 2018

Location: Paris, France

School: Agricultural University of Georgia

Impressions:
ეს იყო ჩემი პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობა. არასდროს დამავიწყდება პარიზში გატარებული დღეები და გარემო, რომელიც „მომავლის ლიდერებმა“ შექმნეს ჩვენთვის. ამ პროექტის მეშვეობით გავიცანი ქართველი დელეგატები, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ დიდხანს გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა. ასევე, შევიძინე უცხოელი მეგობრებიც, რაც ჩემთვის სრულიად ახალი გამოცდილება იყო.

პარიზის გაეროს ახალგაზრდულმა მოდელირებამ საშუალება მომცა უამრავი ახალი ინფორმაცია მიმეღო მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, პირადი კონტაქტი დამემყარებინა სხვადასხვა ქვეყნის წამომადგენელთან და გამეგო ისეთი საინტერესო დეტალები, რომელთა არსებობის შესახებ აქამდე არც კი ვიცოდი.

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტის მეშვეობით უფრო დამოუკიდებელი და კომუნიკაბელური გავხდი, ვისწავლე ლიდერული თვისებების უფრო ქმედითად გამომჟღავნება, რადგან უშუალოდ ვხედავდი, როგორია სიტუაციის მართვა.

კიდევ უკეთ გავიაზრე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ლიდერის კარგი კომუნიკაციის უნარი. ნამდვილმა ლიდერმა უნდა მოახერხოს კონსესუსის მიღწევა გუნდის დანარჩენ წევრებს შორის, უნდა შეძლოს თითოეული წევრის საერთო აზრამდე მიყვანა. ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ გამოცდილებით ნამდვილად მიიღწევა. გაეროს მოდელირება კი ამ გამოცდილების მხრივ ძალიან დიდი ნახტომია ჩემთვის.

„What goes around, comes around!” – დიახ, ჩვენი დამოკიდებულება გარემოს მიმართ, ჩვენი ქმედებები და გადაწყვეტილებები დიდწილად განაპირობებენ ჩვენს მომავალს. ასე რომ, უფრო მეტად გვჯეროდეს პოზიტივის და ყველა დასახულ მიზანს მივაღწევთ!

მარიამ თვალავაძე,
პარიზის გაეროს მოდელირების დელეგატი