NANA CHOKOSHVILI

NANA CHOKOSHVILI

Attended:
Oxford International Model Of United Nations 2017
European Students For Liberty London Regional Conference 2017
European Students For Liberty Tbilisi Regional Conference 2017
International Summer School – Why Liberty

Location: Oxford, London, United Kingdom.
Tbilisi, Georgia.

School: Tbilisi State University

Impressions:
“მე წარმატებას ჩემი გამარჯვებებით კი არ ვაფასებ, არამედ იმით, თუ რამდენად უკეთესი ვარ ყოველ წელიწადს.“ – ეს სიტყვები ჩემი მთავარი სამოტივაციო დევიზია.

სხვადასხვა ინტერესი მაქვს – ვსწავლობ თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ძალიან მიყვარს ხატვა. მიხარია, რომ რამდენჯერმე ჩემი ნახატები წარდგენილი იყო გამოფენებზე, სადაც დავჯილდოვდი პირველი ხარისხის დიპლომით. მიტაცებს მოგზაურობა, ახალი კულტურის და ხალხის გაცნობა… ამ მხრივ განსაკუთრებული შთაბეჭდილებები მივიღე “მომავლის ლიდერებთან ერთად.” გასულ წელს გავხდი ოქსფორდში OXIMUN 2017-ისა და კინგს კოლეჯში Students For Liberty-ის დელეგატი და ჩემი გამოცდილება უამრავი კუთხით გამრავალფეროვნდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შევითვისე, ვფიქრობ ისაა, რომ ლიდერმა ჩემთვის ახალი დატვირთვა შეიძინა – ლიდერობა საკუთრი თავის მართვასთან ასოცირებული გახდა, როდესაც შეგიძლია მართო საკუთარი აზრები, გრძნობები, ემოციები. ჩემთვის ლიდერია ადამიანი, რომლის აზრიც საზოგადოებას აინტერესებს, რომლისგანაც რჩევების მიღებას ცდილობენ.

ვფიქრობ, თუ ყოველ მომდევნო დღეს ცდილობ უკეთესი იყო, უფრო მიუახლოვდე დასახულ მიზნებს, გახდე საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, თამამად შეიძლება, რომ შენ მომავლის ლიდერი დაგერქვას. მე ვცდილობ ასეთი ვიყო და მჯერა, რომ მიზანმიმართულად გადადგმულ ყოველ ნაბიჯს კიდევ უფრო საინტერესო თავგადასავლებთან მივყავარ.