TORNIKE NIZHARADZE

TORNIKE NIZHARADZE

Attended:  Youth Assembly at the United Nations 2017

Location: New York, United States

School: Tbilisi State Medical University

Impressions:
დავიბადე ქალაქ თბილისში, ხოლო გავიზარდე და პიროვნებად ჩამოვყალიბდი ჩემს პატარა სამშობლოში, ბათუმში, სადაც დავამთავრე სკოლა “ევრო-2000”. ამ პერიოდში, სკოლის სახელით, სხვადასხვა ოლიმპიადებში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში ვიღებდი მონაწილეობას. მოსწავლეობისას ვეწვიე არა ერთ საზაფხულო სკოლას, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ამჟამად ვსწავლობ “თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის” მედიცინის ფაქულტეტზე.

ჩემი სტუდენტობის ყველაზე დიდი მიღწევა ნიუ იორკში, “მომავლის ლიდერებთან” ერთად გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაზე დასწრება და დაუვიწყარი მოგონებებისა და მეგობრების შეძენა გახდა.

ჩემთვის ლიდერობა ძალიან კომპლექსური და მრავალწახნაგოვანი ფენომენია. პირველ რიგში, ჩემი აზრით, აუცილებელია დაისახო მიზანი და მთელი ცხოვრება ამ მიზნისკენ ილტვოდე. მერე რა, თუ მთელმა მსოფლიომ არ გაიგო შენი ვინაობის შესახებ და შენზე წიგნები არ დაიწერა?! მთავარია, საკუთარი საქმე ძალიან მაღალ დონეზე, პროგრესულად აკეთო და სხვისთვის მაგალითის მიმცემი გახდე.

მჯერა, რომ შეუჩერებელი განვითარება და საკუთარ თავზე მუშაობა ლიდერობის მოპოვებისა და უკვე მოპოვებული ლიდერობის შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა, ვინაიდან “ლიდერებად არ იბადებიან, ლიდერებად ყალიბდებიან.”